Accessibility links

დღეს წყდება, სად ჩატარდება ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატები 2018 და 2022 წლებში


დღეს უნდა გადაწყდეს, რომელი ქვეყნები უმასპინძლებენ ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატებს 2018 და 2022 წლებში. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის, ფიფას დღევანდელ კენჭისყრასთან დაკავშირებით, 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის ფავორიტად სახელდება რუსეთი, მას მოჰყვება ინგლისი. მათ კონკურენციას უწევენ ესპანეთი-პორტუგალია და ნიდერლანდი-ბელგია. რაც შეეხება 2022 წლის ჩემპიონატს, მისი მასპინძლობის სურვილს გამოთქვამენ შეერთებული შტატები, კატარი, იაპონია, სამხრეთი კორეა და ავსტრალია. ფავორიტად მიიჩნევენ შეერთებულ შტატებს.
XS
SM
MD
LG