Accessibility links

გრიგოლ ვაშაძე: ”საერთაშორისო თანამეგობრობა ამ არანორმალურ სიტუაციასთან შეგუებას არ აპირებს”


ეუთოს სამიტზე ”ფაქტობრივად, ყველა დელეგაციამ რუსეთის გასაგონად კვლავ დააფიქსირა, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა არავის შერჩება და საერთაშორისო თანამეგობრობა ამ არანორმალურ სიტუაციასთან შეგუებას არ აპირებს”, - ამის შესახებ დღეს ასტანაში, ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა. მან კვლავ აღნიშნა, რომ საქართველო არ დაუშვებს დამტკიცებას ისეთი დოკუმენტებისა, რომელიც შესაბამისად არ ასახავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ამასთან, ვაშაძემ დასძინა, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებული ოპტიმიზმი არა აქვს.
XS
SM
MD
LG