Accessibility links

logo-print

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატებს 2018 წელს რუსეთი უმასპინძლებს, 2022-ში კი კატარი


ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის, ფიფას გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ჩემპიონატს 2018 წელს რუსეთი უმასპინძლებს, 2022-ში კი კატარი. ამის შესახებ განცხადება დღეს ციურიხში, ფიფას აღმასრულებელ კომიტეტში გამართული კენჭისყრის შემდეგ გააკეთა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა. რუსეთმა შეძლო, დაემარცხებინა ძლიერი კონკურენტები ინგლისის, პორტუგალია-ესპანეთისა და ბელგია-ნიდერლანდის სახით. კატარი კი პირველი მუსლიმური სახელმწიფოა, რომელიც ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. მის კონკურენტებს შორის იყვნენ შეერთებული შტატები და ავსტრალია.
XS
SM
MD
LG