Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი უზბეკეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების დაცვა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დღეს უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვს მოუწოდა, გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების დაცვა. კლინტონმა ტაშკენტში, ქარიმოვთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ უზბეკეთის პრეზიდენტს მოუწოდა, გადადგას ნაბიჯები, რომლებითაც აჩვენებს მზადყოფნას ძალისხმევისთვის, უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა თავის ქვეყანაში. ტაშკენტში ვიზიტისას, კლინტონი შეხვდა რელიგიურ ლიდერებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უზბეკეთში ვიზიტით მას მიეცა შესაძლებლობა, ადგილობრივი ხელსიუფლების ყურადღება გაამახვილოს ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, ისევე როგორც ისაუბროს ავღანეთში უსაფრთხოების ამოცანების მოსაგვარებლად უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. კლინტონი ყირგიზეთიდან ჩავიდა უზბეკეთში.
XS
SM
MD
LG