Accessibility links

logo-print

გაერო საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ემზადება


გაეროს მსოფლიოს სასურსათო პროგრამის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ მიმდინარე ზამთარში საქართველოში 6,700 ადამიანს მოამარაგებენ საკვებით. საუბარია 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებზე. ეს დახმარება უკანასკნელი იქნება, რომელსაც მსოფლიო სასურსათო პროგრამა საქართველოს გაუწევს. ამის შემდეგ პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას დაეკისრება. გაეროს სასურსათო პროგრამა საქართველოში უკვე 17 წელია მუშაობს.
XS
SM
MD
LG