Accessibility links

გენერალურ ინსპექციას 173-ე სკოლაში ვითარების სრულად გასარკვევად 2-3 კვირა დასჭირდება


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს არ გამორიცხა, რომ თბილისის 173-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის მზია გიორგობიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება. სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე შაშკინმა განაცხადა, რომ სკოლაში გენერალური ინსპექცია მუშაობს და ვითარების სრულად გასარკვევად 2-3 კვირა დასჭირდება. 173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დირექტორის და რამდენიმე დათხოვნილი პედაგოგის დაბრუნების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია ხუთშაბათს გამართეს. მოზარდებმა გააპროტესტეს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ყოფილი მანდატურის არაკორექტული დამოკიდებულებაც და უკმაყოფილება გამოხატეს სკოლაში მისული განათლების მინისტრის მიმართაც. თავად შაშკინმა მოსწავლეებს მიუთითა, რომ სკოლის დაფინანსების მიუხედავად არც ბუფეტი აქვთ და არც გათბობა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე მინისტრმა განაცხადა, რომ გათბობის სისტემა ყველა სკოლაშია დამონტაჟებული, ამჟამად აუდიტი მიმდინარეობს და მკაცრად დაისჯება ყველა ის დირექტორი, რომელიც გათბობის სისტემის ჩართვას არ უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG