Accessibility links

ავღანეთში აშშ-ის ელჩი კარზაის „პარანოიით შეპყრობილს“ და „სუსტს“ უწოდებს


ვრცელდება ცნობები, რომ ავღანეთში აშშ-ის ელჩმა, კარლ ეიკენბერიმ ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი, დაახასიათა როგორც „პარანოიით შეპყრობილი“, „სუსტი“ და „საკუთარ თავზე კონცენტრირებული“ ლიდერი, რომელმაც შესაძლოა არასოდეს შეწყვიტოს აშშ-ის კრიტიკა. ეიკენბერის მიერ კერძო საუბარში გამოთქმულ ამ შეხედულებებს ვკითხულობთ საიდუმლო დიპლომატიური დოკუმენტების ახალ პარტიაში, რომელიც ვიკილიკსმა გამოაქვეყნა. ერთ-ერთ დოკუმენტში ეიკენბერი კარზაის იმაში სდებს ბრალს, რომ მას „სახელმწიფოებრიობის ყველაზე საბაზისო პრინციპებიც არ ესმის.“ ამასთან, დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო კორუფცია ავღანეთში ერთგვარ გაბატონებულ „ნორმად“ არის ჩამოყალიბებული.
XS
SM
MD
LG