Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსეთს ეუთოს პარალიზების მცდელობაში ადანაშაულებს


ქართული მხარე რუსეთს ეუთოს პარალიზების მუდმივ მცდელობებში ადანაშაულებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს თბილისში განაცხადა, რომ ეუთოს ასტანის სამიტზე სამოქმედო გეგმის დასამტკიცებლად საქართველოს მისი კონტრპარტნიორის, რუსეთის მიმართ ჰქონდა კომპრომისული შეთავაზებები, თუმცა კომპრომისი ვერ გამოიძებნა. მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, ვერ შეთანხმდნენ ერთი მხრივ, ეუთო და მეორე მხრივ, რუსეთი. ამასთან, ვაშაძის განმარტებით, საქართველომ თავიდანვე განაცხადა, რომ არ დაუშვებდა დამტკიცებას ისეთი დოკუმენტისა, რომელშიც ობიექტურად და დეტალურად არ იქნებოდა ასახული აგვისტოს ომი, ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ ასტანაში ხელი მოაწერა დეკლარაციას, რადგან სამიტი აუცილებლად უნდა დასრულებულიყო რაიმე სახის დოკუმენტის დამტკიცებით, რათა რუსეთს არ ჰქონოდა პროპაგანდისტული ინსტრუმენტი ეუთოს ქმედუუნარო ორგანიზაციად გამოსაცხადებლად.
XS
SM
MD
LG