Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი: თეირანის ბირთვული პროგრამა, აშშ-სთან ერთად, ირანის მეზობლებსაც აშფოთებთ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, დღეს განაცხადა, რომ მის ქვეყანასთან ერთად ირანის მეზობლებიც იზიარებენ შეშფოთებას იმ ეჭვის გამო, რომ ირანში ბირთვული იარაღის შესაქმნელად პროგრამა მოქმედებს. კლინტონმა ეს განცხადება ჟურნალისტების წინაშე ბაჰრეინში გააკეთა. სახელმწიფო მდივანი საუბრობდა შეხვედრაზე, რომელიც ორშაბათს ჟენევაში უნდა დაიწყოს. მოლაპარაკება ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაიმართება. ირანი უარყოფს ცნობას, რომ მისი ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის წარმოებას ემსახურება.
XS
SM
MD
LG