Accessibility links

logo-print

აშშ გმობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის შესახებ დოკუმენტების გავრცელებას


ბაქოში აშშ-ის საელჩომ დღეს დაგმო ვიკილიკსის მიერ დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნების ფაქტი. ამ დოკუმენტებიდან ერთ-ერთში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, შედარებულია ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის, „ნათლიის“ პერსონაჟთან - მაფიის ბოსთან. საელჩოს წარმომადგენელმა, ადამ სტერლინგმა, საიდუმლო დოკუმენტების საჯაროდ გამოქვეყნებას „უკანონო და არასწორი“ ქმედება უწოდა. მისი თქმით, დიპლომატიურ ტელეგრამებში ხშირად საგარეო პოლიტიკის წინასწარი და არასრული სახე იკვეთება. ერთ-ერთ ტელეგრამაში, რომელიც 2009 წლის სექტემბრით არის დათარიღებული, ვკითხულობთ, რომ ალიევი „სულ უფრო მეტად ავტორიტარული“ მმართველი ხდება და ამავე დროს უფრო პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას მისდევს. ალიევის სამდივნომ ვიკილიკსის მიერ საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებას „ღია პროვოკაცია“ უწოდა.
XS
SM
MD
LG