Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთმა რთულ და პატიოსან ბრძოლაში გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატისთვის


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, 2018 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებით რუსეთმა რთულ, მაგრამ პატიოსან ბრძოლაში გაიმარჯვა. პუტინმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ფიფას გადაწყვეტილება კორუფციულ გარიგებას ემყარებოდა. პუტინი ციურიხში კენჭისყრის შემდეგ ჩავიდა და განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს წარმატებული ჩემპიონატის ჩასატარებლად.
XS
SM
MD
LG