Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი იმედოვნებს, რომ გაარღვევს კლიმატის შესახებ მოლაპარაკებაში გაჩენილ ჩიხს


ინდოეთს იმედი აქვს, რომ შესძლებს გაარღვიოს ჩიხი, რომელიც კლიმატის ცვლილებების შესახებ მექსიკაში მიმდინარე შეხვედრაზე გაჩნდა მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის. უთანხმოებას იწვევს საკითხი, თუ როგორ უნდა განაწილდეს პასუხისმგებლობა გლობალურ დათბობასთან ბრძოლის პროცესში ამ ქვეყნებს შორის. ინდოეთის გარემოს დაცვის მინისტრის, ჯაირამ რამეშის თქმით, დელის მიერ შეთავაზებული წინადადება ითვალისწინებს ქვეყნების მხრიდან ანგარიშის წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯებს დგამენ ისინი გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად. მინისტრის თქმით, წინადადებას შეიძლება აშშ-მა დაუჭიროს მხარი - რაც უფრო ფართო შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას რეალისტურს გახდის.
XS
SM
MD
LG