Accessibility links

logo-print

მედვედევი: გაჟონვის შედეგად გავრცელებული დოკუმენტები აშშ-ის დიპლომატიის „ცინიზმს“ აჩვენებს


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა დღეს განაცხადა, რომ ვიკილიკსის მიერ საკუთარ ვებსაიტზე გამოქვეყნებული, ერთ დროს საიდუმლო დიპლომატიური არხებით გადაცემული ტელეგრამები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის „ცინიზმს“ აჩვენებს. დოკუმენტებში მედვედევი სუსტ ლიდერად არის დახასიათებული, რომელზე მეტ ძალაუფლებასაც მისი წინამორბედი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ფლობს. თუმცა, ტელევიზიით გადაცემულ პრეს-კონფერენციაში - რომელშიც რუსეთში ვიზიტით მყოფი იტალიის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონიც მონაწილეობდა - მედვედევმა თქვა, რუსეთი „პარანოიით შეპყრობილი“ არ არის და აშშ-სთან ურთიერთობას „არანაირ გაჟონვას“ არ უკავშირებსო. მედვედევის თქმით, რუსეთის დიპლომატების მიერ უცხოელი კოლეგების შესახებ არაოფიციალურად გამოთქმული შეფასებაც შეიძლება არ იყოს ძალიან დადებითი. ვიკილიკსის მიერ გავრცელებულ ტელეგრამებში კრიტიკულ შეფასებებს ბერლუსკონის და პუტინის პირად ახლო ურთიერთობაზეც ვკითხულობთ.
XS
SM
MD
LG