Accessibility links

logo-print

ობამა მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა ავღანეთში. ის ბაგრამის აეროდრომზე დაფრინდა, სადაც ავღანეთში აშშ-ის ერთ-ერთ ძირითად ბაზას უდევს ბინა. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, ობამა რამდენიმე საათს დაჰყოფს ბაზაზე და ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ვიდეო-კონფერენციით დაუკავშირდება. ცუდი ამინდის გამო ობამას ვერტმფრენი ჯერჯერობით ვერ მიფრინავს ქაბულში. ეს ობამას პრეზიდენტობის განმავლობაში მისი მეორე ვიზიტია ავღანეთში. ვიზიტის ფონია თეთრი სახლის მზადება ავღანეთში აშშ-ის საბრძოლო სტრატეგიის გადახედვის შედეგად შემუშავებული დოკუმენტის გამოსაქვეყნებლად.
XS
SM
MD
LG