Accessibility links

logo-print

ეპანეთმა „საგანგაშო მდგომარეობა" გამოაცხადა, რათა აიძულონ ავიადისპეჩერები დაუბრუნდნენ სამუშაოს


ესპანეთის მთავრობამ დღეს გამოაცხადა საგანგაშო მდგომარეობა იმ მიზნით, რომ ავიადისპეჩერების გაფიცვა დაასრულოს. გაფიცვას ასეულათასობით მგზავრის შეყოვნება მოჰყვა. პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ალფრედო პერეს რუბალკაბამ კაბინეტის საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საგანგაშო მდგომარეობის თანახმად, ავიადისპეჩერები უნდა დაუბრუნდნენ სამუშაოს, სხვა შემთხვევაში მათი ქმედება კანონსაწინააღდმეგოდ გამოცხადდება და მათ შეიძლება პატიმრობაც დაემუქროს. ესპანეთის სახელმწიფო ავიაკომპანია იბერიამ დღეს თავისი ყველა რეისი გააუქმა. დღეს გაფიცვის მეორე დღეა. მისი მონაწილეები ხელფასების ამაღლებას და სხვა პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG