Accessibility links

logo-print

მოსკოვში სამგზავრო თვითმფრინავის საავარიო დაჯდომისას ორი ადამიანი დაიღუპა


მოსკოვის აეროპორტ „დომოდედოვოში“ სამგზავრო თვითმფრინავის საავარიო დაჯდომისას ორი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. „ტუ154-ის“ ტიპის თვითმფრინავს ჰაერში სამმა ძრავამ უმტყუნა, რისი შემდეგაც ის იძულებული იყო დამჯდარიყო საფრენი ზოლის გარეთ და ზღუდეს შეეტაკა. თვითმფრინავში, რომელიც ეკუთვნოდა დაღესტნის ავიახაზებს, 160 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იყო.
XS
SM
MD
LG