Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაღდადში ჩავიდა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდო ვესტერველე ჩავიდა ერაყში, ბაღდადში, წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით. ვესტერველე აპირებს შეხვდეს ქვეყნის პრემიერს, ნური ალ მალიკის, პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის, ასევე ქრისტიანული უმცირესობის წარმომადგენლებს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბერლინს სურს ერაყელებს გაუგზავნოს პოლიტიკური სტაბილიზაციის მიღწევაში დახმარების სიგნალი. ვესტერველე პირველი დასავლელი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც ერაყში ჩადის მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
XS
SM
MD
LG