Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში ტყის ხანძარი გრძელდება


ისრაელიდან იუწყებიან, რომ ტყის ხანძარი, რომელიც უდიდესია ამ ქვეყნის ისტორიაში, ვერ დაუქვემდებარეს კონტროლს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ისრაელში ჩადიან მეხანძრეები, რათა დაეხმარონ ადგილობრივ ძალებს, რომლებიც ამაოდ ცილობენ ცეცხლის ჩაქრობას, ჩააქვთ ასევე აღჭურვილობა და სპეციალური ცეცხლსაქრობი მასალა. ხანძარი მიუახლოვდა ქალაქ ჰაიფას, საიადანაც ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ხანძრის მიზეზი ჯერ დაუდგენელია.
XS
SM
MD
LG