Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოტ-დ'ივუარში სადავო არჩევნების შემდეგ ორი პრეზიდენტი ჰყავს


აფრიკის სახელმწიფო კოტ-დ'ივუარში სადავო არჩევნების შემდეგ ორმა პოლიტიკოსმა დადო საპრეზიდენტო ფიცი მას მერე, რაც ორივე მიიჩნევს თავს გამარჯვებულად. მოქმედმა პრეზიდენტმა, ლორან გბაგბომ არ მიიღო აშშ-ის, საფრანგეთის და გაეროს მოწოდება, თავი დამარცხებულად ეცნო. ოპოზიციის ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ალასანე უატარუმ განაცხადა, რომ მანაც დადო საპრეზიდენტო ფიცი. მოქმედი პრეზიდენტის მომხრეები ოპოზიციას მასობრივ დარღვევებში და არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ამ მოვლენების შედეგად პოლიტიკური ქაოსი გაძლიერდა ქვეყანაში, რომლის ერთ დროს აყვავებული ეკონომიკა 2002-2003 წლების სამოქალაქო ომმა გაანადგურა.
XS
SM
MD
LG