Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში ადგილობრივი და უცხოელი მეხანძრეები განაგრძობენ ცეცხლთან ბრძოლას


ისრაელის სახანძრო დაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში ტყის უდიდესი ხანძრის კონტროლს თანდათანობით აღწევენ. ქვეყნის ჩრდილოეთში უკვე მესამე დღეა ცეცხლი უკიდია ტყის მასივს. ხანძარს, რომელმაც იმსხვერპლა 41 ადამიანი, ერთად ებრძვიან რუსეთიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან ჩასული მეხანძრეები. ისრაელს დახმარება შესთავაზა პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა. ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ მადლობა გამოხატა შეთავაზებისთვის ჟურნალისტებთან საუბარში, შაბათს. ისრაელის პოლიციამ დააკავა ორი 16 წლის ბიჭი, რომლებზეც ეჭვი აქვთ, რომ მათ დაუდევრობას მოჰყვა ხანძრის გაჩენა. ისრაელის ტერიტორიის მხოლოდ შვიდი პროცენტიი უკავია ტყეებს.
XS
SM
MD
LG