Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პარლამენტში რუსეთისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი გამოავლინეს


ბრიტანეთიდან გავრცელებული ცნობის თანახმად, დააკავეს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი, რუსეთის მოქალაქე ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტის ერთ-ერთი წევრის ოფისში მუშაობდა ასისტენტად. „სანდეი ტაიმსის“ ცნობით, ბრიტანეთის შინაგანი დაზვერვის სამსახური ვარაუდობს, რომ 25 წლის კატი ზატულივეტერი მალულად თანამშრომლობდა რუსეთის დაზვერვასთან. გაზეთის თანახმად, ლიბერალი პარლამენტარი მაიკ ჰენკოკი, თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის წევრი, ვისთანაც მუშაობდა ზატულივეტერი, უარყოფს ბრალდებას. ჰენკოკი პრორუსულად განწყობილ კანონმდებლად ითვლება. ეჭვმიტანილი დააკავეს და რუსეთში დაიწვევენ.
XS
SM
MD
LG