Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში მოულოდნელად ჩავიდა რუსეთის მაღალი რანგის ორი ოფიციალური პირი


რუსეთის მაღალი რანგის ორი ოფიციალური პირი, კრემლის ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ნარუშკინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრეგორი კარასინი მოულოდნელად ჩავიდნენ მოლდავეთში. მათ განაცხადეს, რომ მათი ჩასვლის მიზანია, იმსჯელონ ეფექტიანი მთავრობის შექმნის გარშემო. სტუმრები ხვდებიან მოლდავეთის ყველა ლიდერს, გარდა პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატისა. რუსეთი მოლდავეთის კომუნისტურ პარტიას, იმ ძალას უჭერს მხარს, რომელმაც ცალკე აღებულმა გასული კვირის საპარლამენტო არჩევნებში ყველზე მეტი ხმა მიღო, მაგრამ მაინც სჭირდება პარტნიორი უმრავლესობის უზრუნველყოფისთვის.
XS
SM
MD
LG