Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში საავიაციო მიმოსვლა აღდგა


ესპანეთის აეროპორტები დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ სამუშაო რიტმს, ავიადისპეჩერების მრავალსაათიანი, ადრე გამოუცხადებელი გაფიცვის შემდეგ. გაფიცვა პარასკევს დაიწყო, მისი მონაწილეები მოითხოვდნენ ხელფასების მომატებას. ის გუშინ შეწყდა მთავრობის მიერ საგანგაშო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. ფინეთში გაფიცული არიან „ფინაირის“ ბორტგამცილებლები, რომლებიც უკვე მეხუთე დღეა უარს ამბობენ სამუშაოს შესრულებაზე. გაფიცვის გამო გადადებულია ათასობით ავიარეისი.
XS
SM
MD
LG