Accessibility links

logo-print

ერაყმა იტალიას უარი უთხრა ტარიკ აზიზის განაჩენის შემსუბუქებაზე


ერაყის მთავრობამ უარი უთხრა იტალიას შეუმსუბუქონ ერაყის ყოფილი პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის უახლოესი თანამოაზრის ტარიკ აზიზს გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი. ამის შესახებ ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ განუცხადა იტალიელ კოლეგას ფრანკო ფრატინის, რომელიც ბაღდადს სტურობდა. ზებარიმ თქვა, რომ მსოფლიომ პატივი უნდა სცეს ერაყის სასამარლოს გადაწყვეტილებებს. ტარიკ აზიზის სასიკვდილო განაჩენი ოქტომბერში გამოუტანეს. ერაყის პრეზიდენტმა, ტალაბანიმ თუმცა განაცხადა, რომ არასოდეს მოეწერს ხელს ამ სასამართლო გადაწვეტილებას.
XS
SM
MD
LG