Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეამ სამხედრო წვრთნები დაიწყო


სამხრეთ კორეამ საყოველთაო საარტილერიო და სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო. როგორც სამხედროები აცხადებენ, წვრთნები ერთდროულად ქვეყნის 29 რაიონში, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასთან სადავო საზღვრის ჩათვლით მდებარე ხუთ კუნძულზე ყვითელ ზღვაში მიმდინარეობს. კვირას ფხენიანმა სამხრეთ კორეაში მიმდინარე წვრთნები ომის გაღვივების წინაპირობად მოიხსენია. რამდენიმე ხნით ადრე სეული აცხადებდა, რომ წვრთნები სამხრეთ კორეის წყლებში სრულიად კანონიერია, ამასთანავე ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ ახალ შემოტევას მომზადებული შეხვდება. 23 ნოემბერს ჩრთილოეთ კორეის მიერ განხორციელებულ სროლებს სამხრეთ კორეის კუნძულზე ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG