Accessibility links

logo-print

ისრაელში ყველაზე მასშტაბური ხანძარი ლოკალიზებულია


ისრაელის ჩრდილოეთით მეხანძრეებმა ისრაელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. როგორც სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, ამ ეტაპზე ხანძრის ახალი კერების გაჩენის საშიშროება არ არის. ისრაელს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, საბეძნეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი ასევე პალესტინის ავტონომია და სხვა ქვეყნები ეხმარებოდნენ. როგორც ისრაელიდან რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტი იტყობინება, ისრაელში შეერთებული შტატებიდან ტყის ხანძრებთან ბრძოლისათვის შექმნილი მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი ჩაფრინდა. ხანძრების შედეგად ისრაელში 41 ადაიანი დაიღუპა. 17 ათასზე მეტი კი ევაკუირებულია.

XS
SM
MD
LG