Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში ინტერნეტ-კაფეში მომხდარ აფეთქებას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ჩინეთში, ერთ-ერთ ინტერნეტ-კაფეში მომხდარი ქიმიური აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 37 კი მძიმედ დაიჭრა. ინფორმაციას აფეთქების შესახებ "ასოშეიტედ პრესი" ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება კაფის გვერდით მდებარე შენობაში მოხდა. სავარაუდო მიზეზი კი ისაა, რომ შენობაში უკანონოდ ინახავდნენ ან აწარმოებდნენ ქიმიკატებს. სამართალდამცავებმა შენობის მეპატრონე და მომხდარში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.

XS
SM
MD
LG