Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება


მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესი დღეს, დარეჯან კოხტაშვილის კი 13 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს საქართველოს დელეგაციის წევრმა, პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა განუცხადა, იუწყება ”ინტერპრესნიუსი”. ქართული დელეგაცია მალაიზიიდან სამი დღის წინ დაბრუნდა. ჩილინგარაშვილის თქმით, ისინი გორდაძესა და კოხტაშვილს შეხვდნენ. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ისინი დანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ.

XS
SM
MD
LG