Accessibility links

თბილისში დღეს მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება


თბილისში 6 - 11 დეკემბერს მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება. ფესტივალი დღეს, კინოთეატრ "ამირანში", რეჟისორ ოთარ იოსელიანის ფილმით - "შანტრაპა" საზეიმოდ გაიხსნება და 11 დეკემბერს ჟული ბერტუჩელის სურათით "ხე" დაიხურება. ორგანიზატორთა განცხადებით, კინოფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია 19 ქვეყნიდან 100-მდე მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ჩვენება. საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება რეჟისორების პირველი ან მეორე ფილმები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, საქართველო, გერმანია, თურქეთი, რუსეთი, ესპანეთი, სერბეთი და აზერბაიჯანი. მათ შორის რამდენიმე ფილმმა უკვე სერიოზული აღიარება მოიპოვა მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე. საქართველოს საერთაშორისო კონკურსში წარადგენს რუსუდან პირველის სადებიუტო ნამუშევარი "სუსა".
XS
SM
MD
LG