Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლუმბიაში 150-ზე მეტი ადამიანი მიწის ქვეშ აღმოჩნდა


მეწყერის შედეგად, კოლუმბიის ქალაქ ბელო ლა გაბრიელაში 150-ზე მეტი ადამიანი მიწის ქვეშ აღმოჩნდა. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ხანგრძლივი წვიმებით გამოწვეული მეწყერის გამო, ქალაქ ლა გაბრიელას ერთ-ერთი რაიონის საცხოვრებელი სახლები მიწის ქვეშ მოექცა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად 150-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა. ქალაქის სამაშველო სამსახურის უფროსის ფრედი რონდონის განცხადებით, კოკისპირული წვიმის გამო, სამაშველო სამუშაოების ჩატარება სრულფასოვნად ვერ ხერხდება, რის გამოც, მიწის ქვეშ აღმოჩენილი ადამიანების ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ დრომდე შეუძლებელია. წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მიწიდან 9 ადამიანის ამოყვანა მაინც შეძლეს, რომელთა შორის 3 უკვე გარდაცვლილი იყო.
კოლუმბიაში რამენიმე კვირაა გადაუღებლად წვიმს. აღნიშნულ პეროდში 170 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 მილიონ მოქალაქეს სხვადასხვა სახის ყოფითი პრობლემა შეექმნა.
XS
SM
MD
LG