Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ეწვია პოლონეთს


პოლონეთში დაიწყო რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას ემსახურება. მედვედევის ვიზიტი ითვალისწინებს შეხვედრებს პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან. მხარეები განიხილავენ ენერგეტიკასთან, სავაჭრო ურთიერთობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის რუსეთის და ნატოს დაგეგმილ თანამშრომლობას ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში. ვარშავაში მედვედევის ვიზიტამდე რვა თვით ადრე, რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან მომხდარმა ავიაკატასტროფამ პოლონეთის მაშინდელ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და პოლონეთის პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ელიტის კიდევ 95 წარმომადგენლის სიცოცხლე შეიწირა. ისინი რუსეთში მიემგზავრებოდნენ, რათა პატივი მიეგოთ დასავლეთ რუსეთში მდებარე კატინში 1940 წელს დახოცილი 22 000-მდე პოლონელის ხსოვნისათვის. რამდენიმე დღის წინ რუსეთმა ვარშავას გადასცა კატინის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებული დოკუმენტების მორიგი წყება და რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც სტალინს აკისრებს პასუხისმგებლობას კატინის ხოცვა-ჟლეტაზე.
XS
SM
MD
LG