Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში დაიწყო საერთაშორისო მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ჟენევაში დაიწყო ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება მსოფლიოს ექვსი წამყვანი სახელმწიფოსა და ირანის დელეგაციების მონაწილეობით. საქმე ეხება პირველ ასეთი შეხვედრას წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი ხელმძღვანელობს შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთისა და გერმანიის წარმომადგენლების დელეგაციას. დასავლეთში იმედი აქვთ, რომ ირანის დელეგაციის ხელმძღვანელ საიდ ჯალილისთან ორდღიან მოლაპარაკებაზე შეძლებენ, წინსვლას მიაღწიონ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოების მოგვარების მიმართულებით. თეირანს მოუწოდებენ, ბოლო მოუღოს ურანის გამდიდრებას, ამ მასალის ბირთვული იარაღისთვის გამოყენების საფრთხის გამო. თუმცა ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა კვირას განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებაზე არ განიხილავენ ურანის გამდიდრებისთვის ბოლოს მოღების საკითხს. ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG