Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძემ ბრიუსელში გამგზავრება ვერ შეძლო


საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ვერ შეძლო გამგზავრება ბრიუსელში, სადაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-11 სხდომას უნდა დასწრებოდა. ვაშაძე ბელგიის დედაქალაქში უნდა ჩასულიყო მიუნხენის გავლით, თუმცა, ავიაკომპანია ”ლუფთჰანზას” თვითმფრინავი თბილისიდან გამგზავრებიდან რამდენიმე ხანში აეროპორტში დაბრუნდა. გერმანული ავიაკომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავში გაუმართავი აღმოჩნდა წნევის მარეგულირებელი სისტემა. კომპანიის ცნობითვე, მგზავრთაგან არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG