Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტები 28 ნოემბერს მომხდარი აფეთქების გამოძიების გაჭიანურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ


ლეიბორისტული პარტია თბილისში, მის ოფისთან 28 ნოემბერს მომხდარი აფეთქების გამოძიების განზრახ გაჭიანურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ლეიბორისტების განცხადებით, ამ დრომდე დაზარალებულად არ უცვნიათ არც აფეთქების შედეგად დაღუპული ნინო გორდეზიანის ოჯახი და არც ლეიბორისტული პარტია, რომლის ოფისიც მნიშვნელოვნად დაზიანდა. ლეიბორისტები კვლავ მოუწოდებენ აშშ-ის კონგრესს და ევროპარლამენტს, საქართველოში გაგზავნონ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ”მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის წარმომადგენლების დანაშაულებრივ მოქმედებებს გამოიძიებენ”.
XS
SM
MD
LG