Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიან-დემოკრატები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ


ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს იმის დასტურად მიიჩნევს, რომ განათლების, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობის შესახებ, ხელისუფლება საზოგადოებას ატყუებს. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გიორგი თარგმაძემ და ლევან ვეფხვაძემ გამოაქვეყნეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ამ სფეროებისთვის გათვალისწინებული თანხების ცხრილი, რომელიც მათივე შეფასებით, ადასტურებს, რომ განათლების, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის დაფინანსება მცირდება. ქრისტიან-დემოკრატებმა დღეს კვლავ განაცხადეს, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ.
XS
SM
MD
LG