Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას საგანგაშოდ მიიჩნევს. ალასანია აღნიშნავს, რომ კონფლიქტის ზონის ათობით სოფელი დაცლის პირასაა, ხელისუფლება კი, თავს არიდებს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების უშუალო მოვალეობის შესრულებას. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი მოუწოდებს პრეზიდენტს და მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღონ სარეზერვო ფონდებიდან მინიმუმ 15 მილიონი ლარის გაცემის გადაწყვეტილება, რაც კონფლიქტის ზონის 80-ზე მეტ სოფელს გამოზამთრებაში დაეხმარება. ”ამ პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, დაიწყება მოსახლეობისგან რეგიონის დაცლა, რაც დიდ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, სახელმწიფოებრიობის დაცვას კონფლიქტურ რეგიონში და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება მოგიწევთ პირადად თქვენ და მთავრობას", - ნათქვამია პრეზიდენტ სააკაშვილისადმი ალასანიას ღია წერილში.
XS
SM
MD
LG