Accessibility links

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აპირებს ლატვიაში საქართველოს ელჩის თაობაზე რაიმე ზომებს მიმართოს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აპირებს ლატვიაში ქვეყნის ელჩის კონსტანტინე კორკელიასადმი მიმართოს რაიმე ზომებს ინტერნეტსაიტ Wikileaks-ის მიერ გავრცელებული მასალების საფუძველზე. Wikileaks-ის ინფორმაციით, რომელიც ამერიკელი დიპლომატების მიმოწერას ეყრდნობა, 2008 წლის აგვისტოში, კორკელიამ განაცხადა, რომ ომი საქართველომ დაიწყო და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ Wikileaks-ის ინფორმაცია, თუნდაც ის სარწმუნო იყოს, წარმოადგენს ერთი რიგითი დიპლომატის მიერ სუბიექტურად აღქმულ და გავრცელებულ ცნობას. კალანდაძის თქმით, თავად საქართველოს ელჩი მოქმედებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინსტრუქციების ფარგლებში და რაიმე ეჭვის საფუძველი არ არსებობს.
XS
SM
MD
LG