Accessibility links

logo-print

დაღესტანში რვა ადამიანი დაიღუპა უშიშროების ძალების რეიდის შედეგად


დაღესტანში რვა ადამიანი დაიღუპა უშიშროების ძალების რეიდის შედეგად. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, კვირას სპეცშენაერთის წევრებმა ალყა შემოარტყეს სახლს სოფელ კიროვ-აულში, რომელიც დასავლეთ დაღესტანში მდებარეობს. ამავე წყაროს ცნობით, შენობაში იმყოფებოდა ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ექვსი პირი. მათ უარი თქვეს იარაღის დაყრაზე, რის შემდეგაც, ურთიერთსროლის შედეგად, ექვსივე იქნა მოკლული. დაიღუპა ერთი მილიციელიც. იუწყებიან აგრეთვე, რომ შემთხვევით დაიღუპა ერთი ბავშვი.
XS
SM
MD
LG