Accessibility links

logo-print

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, გაუგრძელდეთ უკრაინაში უვიზოდ ყოფნის ვადა


უკრაინაში განიხილავენ ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ ყოფნის გახანგრძლივების საკითხს. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა დღეს კიევში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საჭიროა, საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ უკრაინაში ერთი წელი უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობა. მისი განმარტებით, ამ ზომის მიღება საჭიროა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების უფლებების გასათანაბრებლად. უკრაინელები სარგებლობენ საქართველოში ერთი წელი უვიზოდ ყოფნის უფლებით მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე უკრაინაში ყოფნა მხოლოდ 90 დღე შეუძლიათ. მათ ზოგ შემთხვევაში ეძლევათ უკრაინაში უვიზოდ ყოფნის 180 დღემდე გახანგრძლივების შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG