Accessibility links

logo-print

შვეიცარიის საფოსტო ბანკმა ჯულიან ასანჯის ანგარიში დახურა


შვეიცარიის საფოსტო ბანკი აცხადებს, რომ დახურა ვიკილიკსის დამაარსებლის, ჯულიან ასანჯის ანგარიში - ვინაიდან, ბანკის თქმით, ასანჯმა ანგარიშის გახსნის პროცესში საცხოვრებელი მისამართის დასახელებისას „არასწორი ადგილი“ მიუთითა. ბანკში ანგარიშის გახსნა მხოლოდ შვეიცარიის მოქალაქეებს ან ამ ქვეყანაში ბინადრობის მოწმობის მქონე პირებს შეუძლიათ. ვიკილიკსმა ბოლო პერიოდში ასობით ტელეგრამა გამოაქვეყნა, რომლებიც თავის დროზე აშშ-ის საიდუმლო დიპლომატიური არხებით გადაიცა, რასაც აშშ-ის მთავრობის გულისწყრომა მოჰყვა. ასანჯი, გავრცელებული ვარაუდით, ბრიტანეთში იმყოფება, თუმცა მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. მას შვედეთში სექსუალური ძალადობასთან დაკავშირებულ საქმესთან მიმართებით ეძებენ, დაკითხვის მიზნით.
XS
SM
MD
LG