Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WikiLeaks: აშშ და ნატო საიდუმლოდ შეთანხმდნენ ბალტიის ქვეყნების დაცვაზე


ნატომ, რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, შეიმუშავა ბალტიის ქვეყნების დაცვის დამატებითი გეგმა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა გაზეთმა ”გარდიანმა” გაავრცელა ”ვიკილიკსის” მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით. ამ ცნობის მიხედვით იანვარში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველყოფას. ამ ინფორმაციის მიხედვით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ გეგმის საჯარო განხილვა სასურველი არ არის, რათა ზიანი არ მიადგეს ნატოსა და რუსეთის ურთიერთობებს.
XS
SM
MD
LG