Accessibility links

logo-print

19 ქვეყანა არ იქნება წარმოდგენილი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვების ცერემონიაზე


ნორვეგიის ნობელის კომიტეტის განცხადებით, ჩინეთმა და კიდევ 18-მა ქვეყანამ უარი თქვეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით ჩინელი დისიდენტის, ლი სიაობოს დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობაზე. ცერემონია პარასკევს, 10 დეკემბერს გაიმართება. ნორვეგიის ნობელის კომიტეტის განცხადებით, 19 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, სერბიის, ავღანეთის, ირანის წარმომადგენლები „სხვადასხვა მიზეზით“ არ დაესწრებიან ცერემონიას. პეკინიდან გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა ძიან იუმ ჩინელი დისიდენტისთვის ნობელის პრემიის მინიჭების მომხრეებს უწოდა „კლოუნები“, რომლებიც ფარსში მონაწილეობენ. ნობელის კომიტეტის ინფორმაციით, ჩინეთმა უპრეცედენტო კამპანია ჩაატარა იმის მისაღწევად, რომ რაც შეიძლება მეტ ქვეყანას ეთქვა უარი ლიუ სიაობოსადმი მიძღვნილ ცერემონიაში მონაწილეობაზე.
XS
SM
MD
LG