Accessibility links

logo-print

ჟენევაში დასრულდა მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ


ჟენევაში დასრულდა ირანისა და ექვსი ქვეყნის დელეგაციების მოლაპარაკება ირანის სადავო ბირთვული პროგრამის შესახებ. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მხარეების შემდეგი შეხვედრა იანვრის ბოლოს სტამბოლში გაიმართება. ჟენევის მოლაპარაკებაზე ირანის დელეგაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის - შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთის - ისევე როგორც გერმანიის წარმომადგენლები. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების ოთხი რაუნდი აქვს დამტკიცებული ირანის წინააღმდეგ მისი უარის გამო, ბოლო მოუღოს ურანის გამდიდრებას. გამდიდრებული ურანი ბირთვულ რეაქტორების, ან ბირთვული იარაღისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. ირანი ირწმუნება, რომ არ აპირებს ბირთვული იარაღის დამზადებას. პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს განაცხადა, რომ ექვს ქვეყანასთან მოლაპარაკება „ნაყოფიერი“ იქნება, თუ გაუქმდება ირანის წინააღმდეგ მისი ბირთვული პროგრამის გამო შემოღებული სანქციები.
XS
SM
MD
LG