Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო, მის გეგმებზე ვიკილიკსის ინფორმაციის გავრცელების შემდეგაც აცხადებს, რომ საფრთხედ არ მიიჩნევს რუსეთს


ნატომ დღეს დაადასტურა, რომ ალიანსი და რუსეთი არ წარმოადგენენ საფრთხეს ერთმანეთისთვის. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ვიკილიკსის მიერ გამოქვეყნებული საიდუმლო დიპლომატიური შეტყობინებებით გაირკვა, რომ ნატოს გაძლიერებული აქვს ბალტიის სახელმწიფოების და პოლონეთის დაცვა და რომ ალიანსმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო 2008 წელს საქართველოსთან რუსეთის ომის შემდეგ. ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო გზავნილებით, რომლებსაც ვიკილიკსი ავრცელებს, ირკვევა, რომ ნატოს ხელმძღვანელობამ წელს დაამტკიცა ბალტიის სახელმწიფოების და პოლონეთის დაცვის გეგმა. ნატოს პრესმდივან ოანა ლუნგესკუს არ დაუდასტურებია ინფორმაცია, რომ ესტონეთზე, ლატვიაზე, ლიტვასა და პოლონეთზე რეგიონის დაცვის ახალი მექანიზმი ვრცელდება. მაგრამ, ლუნგესკუს თქმით, ნატოს ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება გეგმა „ყველა მოკავშირის დასაცავად“.
XS
SM
MD
LG