Accessibility links

რუსეთი მიესალმა კოკოითის და ბაღაფშის განცხადებებს


რუსეთი მიესალმა მის მიერ აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტების განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებენ. დე ფაქტო პრეზიდენტების მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებებს დღეს ოფიციალური კომენტარით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მისი შეფასებით, ბაღაფშმა და კოკოითიმ გამოიჩინეს სიბრძნე და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დაადასტურეს მშვიდობისკენ სწრაფვა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ამიერკავკასიაში მყარი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს კვლავ გაიმეორა პოზიცია იმის შესახებ, რომ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში, თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის უნდა დამყარდეს ძალის გამოუყენებლობის სრულფასოვანი და იურიდიულად განმტკიცებული რეჟიმი.
XS
SM
MD
LG