Accessibility links

ჯულიან ასანჟს უარი უთხრეს თავდებით გათავისუფლებაზე


ინტერნეტსაიტ ვიკილიკსის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს, რომელიც დღეს ლონდონში დააპატიმრეს, უარი უთხრეს თავდებით გათავისუფლებაზე. ლონდონის პოლიციის ცნობით, ასანჟი, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, დღეს დილას დააკავეს, როცა ის წინასწარი შეთანხმების შესაბამისად გამოცხადდა პოლიციის სადგურზე. მოგვიანებით მოსამართლემ უარი თქვა მის თავდებით გათავისუფლებაზე. ასანჟი დააპატიმრეს შვედეთის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე. შვედეთში მას სექსუალური ძალადობის ბრძალდება აქვს წაყენებული, თუმცა, ასანჟი ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ მას პოლიტიკური მოტივით დევნიან. ვიკილიკსს მკაცრად აკრიტიკებენ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების გამო, მის საიტზე რამდენიმე ჰაკერული თავდასხმაც განხორციელდა, შვეიცარიის ერთ-ერთმა ბანკმა ჯულიან ასანჟის საბანკო ანგარიში დახურა. ვიკილიკსის პრესმდივანმა ასანჟის დაპატიმრებს მედიის თავისუფლებაზე თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ მაინც გაგრძელდება საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება.
XS
SM
MD
LG