Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, რობერტ გეიტსი წინასწარ გამოუცხადებელ ვიზიტად ჩავიდა ავღანეთში. ქაბულში ის ხვდება სამხედრო მეთაურებს და ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის. მისი ჩასვლა წინ უსწრებს ავღანეთში აშშ-ის სამხედრო პოლიტიკის განხილვას, რაც მომავალ კვირაში უნდა დასრულდეს. განიხილავენ, თუ როგორი ეფექტი აქვს აშშ-ის დამატებით 30 ათასი სამხედროს გაგზავნას ავღანეთში, რისი განკარგულებაც პრეზიდენტმა ობამამ გასცა შარშან, და ასევე ავღანელების მომზადებას მათი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აშშ-ს და მის ნატოელ პარტნიორებს ამჟამად 150 ათასი ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში. ისინი შეთანხმდნენ, 2011 წლიდან დაიწყოს კონტროლის გადაცემა ავღანეთისთვის. ამ პროცესის დასრულება 2014 წელს უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG