Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯულიან ასანჯი ”ვიკილიქსს” საჯაროდ იცავს


ჯულიენ ასანჯი მის მიერ დაფუძნებულ ინტერნეტ საიტს "ვიკილიქსს" საჯაროდ იცავს. სტატიაში, რომელიც მის სამშობლოში, ავსტრალიაში დღეს დილით გამოქვეყნდა, ასანჯი აცხადებს, რომ ნამდვილი დემოკრატია ძლიერ მედია საშუალებებშია, რომელიც ხელისუფლების ქმედებებს გააკონტროლებს. ასანჯი თვლის, რომ "ვიკილიქსი" სწორედ ასეთ როლს ასრულებს. საიტის დამფუძნებელი უარყოფს იმ აზრს, რომ საიტზე შეერთებული შტატების საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ შეერთებული შტატების ინტერესებს, არამედ კონკრეტული ადამიანების სიცოცხლესაც. ჯულიან ასანჯი სამშაბათს დიდ ბრიტანეთში დააკავეს. ლონდონის სასამართლო განიხილავს ასანჯის შვეციისათვის გადაცემის საკითხსს, სადაც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ასანჯი ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებს.

XS
SM
MD
LG