Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეა: ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე საარტილერიო სროლები მიმდინარეობს


ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე მიმდინარე ინტენსიური საარტილერიო სროლების შესახებ სამხრეთ კორეა იტყობინება. როგორც სამხრეთ კორეული სააგენტო რენხაპი წერს, სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ჭურვები არ აფეთქებულა. სამხედროები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხედრო წვრთნებს სასაზღვრო ტერიტორიაზე მართავს. ურთიერთობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეამ ცეცხლი გაუხსნა სამხრეთ კორეის კუნძულს, რომლის დროსაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG