Accessibility links

ჩინეთის მაღაროში მომხდარი აფეთქებისას 26 მაღაროელი დაიღუპა


ჩინეთის პროვინცია ხენანში, ნახშირის მომპოვებელ მაღაროში მომხდარ აფეთქებას 26 მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა, იტყობინება ჩინური საინფორმაციო სააგენტო სინხუა. მათივე ინფორმაციით, აფეთქების დროს მაღაროში სულ 30 მაღაროელი იმყოფებოდა. უსაფრთოხების ტექნიკის დაბალი ხარისხის გამო, ჩინური მაღაროები მსოფლიოში ყველაზე საშიშ მაღაროებად ითვლება.

XS
SM
MD
LG